ჩვენს შესახებ

„ოქროს ლომი“ კავკასიის მფარველი, ქართული წარმომავლობის სუპერგმირია, რომელმაც უამრავი ფათერაკი გამოიარა. მისი ძალისა და სუპერშესაძლებლობების წყარო მთებია.
ლუკა „ლეო“ ლეონიძე, ყველაფერს დათმობს თავისი რეგიონის, ქვეყნისა და ერის, როგორც საშინაო, ასევე გარე მტრებისაგან დასაცავად.
უკუნითში თოჯინების ოსტატი იმალება, შეძლებს თუ არა ლეო მის შეჩერებას?!
გამოიწერეთ გვერდი და ადევნეთ თვალი „ოქროს ლომი“ს ორიგინალურ სერიებს „რთული გაკვეთილები“

Arcane Dragon-ის შესახებ
ჩვენ ვეძებთ ორიგინალურ იდეებს მათ სრულმეტრაჟიან, მოკლემეტრაჟიან ფილმებად, სატელევიზიო და ვებ სერიალებად გარდასაქმნელად. განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ფანტასტიკის, სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფსიქოლოგიური თრილერების ჟანრებზე. ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებთ შემოქმედებით, ავტორისეულ ხედვას და ვთვლით, რომ ხელოვნება არის წარმატების საწინდარი.
ასევე ვგეგმავთ მასტერკლასებსა და ვორკშოპებს, ცნობილი, სახელგანთქმული და პროფესიონალი კინომწარმოებლების მონაწილეობით. ისინი გაგიზიარებენ კინო სამყაროში წლების განმავლობაში, პრაქტიკით დაგროვილ შეუფასებელ ცოდნას, რაც დაგეხმარებათ გააკეთოთ უდიდესი ნახტომი თვითგანვითარებისა და წარმატებისაკენ მიმავალ, რთულ გზაზე. თვალ-ყური ადევნეთ ჩვენს კალენდარს, რათა არ გამოგრჩეთ ჩვენი არც ერთი მოწვეული სტუმარი.
კომპანიის მიზანია შეცვალოს საქართველოში ჩამოყალიბებული კინოინდუსტრიის დოგმები და დაანგრიოს მოძველებული სტერეოტიპები, აღმოაჩინოს უცნობი ტალანტები და ახალი, თამამი და საინტერესო ნამუშევრებით გაამრავალფეროვნოს ქართული კინოსამყარო...
ka_GEქართული
en_USEnglish ka_GEქართული